“ჰუმან რაითს უოჩის” ორი სხვადასხვა ბრალდება ერთმანეთს ეწინააღმდეგება, ერთი მხრივ, მოგვიწოდებენ, რომ სწრაფად გამოიძიონ წარსული საქმეები და, მეორე მხრივ, აყოლილი არიან პროპაგანდას, თითქოს პოლიტიკური ნიშნით ხდება შერჩევა, რასაც აბსოლუტურად არ ვეთანხმები. ყველა საქმე უნდა იყოს გამოძიებული და იქნება კიდეც. წარსულის დანაშაულებიც და თუ დღევანდელობაშიც ხდება ისიც, ოღონდ ამას სჭირდება დრო. მით უმეტეს, დანაშაული მომხდარია მრავალი წლის წინ და წლების განმავლობაში გამოძიება შეგნებულად აყალბებდა ამ საქმეს, არ არის იოლი ამის გამოძიება. ამის მიუხედავად, ძალიან ბევრი საქმე მისულია ბოლომდე, ძალიან ბევრ საქმეზე ბრალი წაეყენა დამნაშავეს, მათ შორის ქვეყნის პირველ პირებსაც”, – განაცხდა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა.
ჰუმან რაითს უოჩმა გამოაქვეყნა გასული წლის ანგარიში, სადაც საუბარია იმის შესახებ, რომ ისმის კითხვები გამოძიების მიმართ.