“იმ გამოწვევების ფონზე, რაც დღეს არის ეკონომიკაში, და იმ რიცხვების და მონაცემების ანალიზის საფუძველზე, აუცილებელია დავიწყოთ ეკონომიკური ზრდის 5%-იანი პროგნოზის გადახედვა შემცირების მიმართულებით და შესაბამისი ფისკალური და მაკროეკონომიკური ინდიკატორების გადაგეგმვა, იმისათვის, რომ ეკონომიკური პოლიტიკა ადეკვატურად ასახავდეს და პასუხობდეს არსებულ გამოწვევებს”,- განაცხადა გიორგი ქადაგიძემ.
ლარის გაუფასეურების გამო ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების გადაწყვეტილება მიიღო.
ეროვნული ბანკის დადგენილი კურსით, დადგენილი სავალუტო კურსით 1 აშშ დოლარის მიმართ ეროვნული ლარი 2.0576 ნიშნულზე, ხოლო ევროს მიმართ 2.3247 ნიშნულზეა. საქართველოს კომერციულ ბანკებში 1 აშშ დოლარი 2.13 ლარი ღირს, “თი ბი სი” ბანკში 100 დოლარის ყიდვისთვის 213 ლარი დაგჭირდებათ. ეროვნულმა ლარმა აშშ დოლარის მიმართ გაუფასურება 2014 წლის ნოემბრიდან დაიწყო. 20 ნოემბერს 100 აშშ დოლარის ყიდვა 177 ლარად იყო შესაძლებელი.