“იმედის” საინფორმაციო გამოშვების მთავარ რედაქტორად ჟურნალისტი ირაკლი ჩიხლაძე დაინიშნა, რომელიც ამავე არხზე გადაცემების- “პირისპირ” და “იმედის კვირა” – წამყვანია.
აღნიშნული ინფორმაცია “ნეტგაზეთს” “იმედის” აღმასრულებელმა დირექტორმა, გიორგი ცხვიტავამ დაუდასტურა. გენერალური დირექტორი აღნიშნულ თანამდებობაზე ჩიხლაძეს დღეს წარადგენს.
“ქრონიკას” მანამდე ნანა ლეჟავა ხელმძღვანელობდა. ინფორმაცია ლეჟავას მიერ ამ თანამდებობის დატოვების შესახებ გუშინ, 24 ივლისს დადასტურდა.








