“გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა, რომელიც „საქართველოს ფოსტის“ ქუთაისის სერვისცენტრში ტვირთებისა და ამანათების აღრიცხვის სპეციალისტად მუშაობდა, იტალიიდან გამოგზავნილი ერთ-ერთი ამანათიდან ოქროს ბეჭედი მოიპარა. ნივთის დაკარგვის შესახებ სერვისცენტრის თანამშრომლებმა პოლიციას შეატყობინეს”,- ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
გამოძიებამ ასევე დაადგინა, რომ „საქართველოს ფოსტის“ ქუთაისის სერვისცენტრში 2 თვის წინ “Apple“-ის ფირმის პლანშეტი დაიკარგა, რომელიც შსს-ს განცხადებით, აღნიშნულმა პირმა მოიპარა და გარკვეული ანაზღაურების სანაცვლოდ ლომბარდში ჩააბარა.
გამოძიება ქურდობის ფაქტზე სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს.