“საავარიო–სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელების მიზნით, დღეს, 29 იანვრის 24:00 საათიდან ხვალ, 30 იანვრის 08:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება ვაკისა და საბურთალოს რაიონების ქუჩების ნაწილს, ასევე, მთაწმინდის რაიონის ზოგიერთ ქუჩას. „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ შეეცდება სამუშაოების ჩატარება შესაძლებლად მოკლე დროში დაასრულოს. წყალმომარაგება აღდგება 30 იანვრის 08:00 საათიდან, ეტაპობრივად, სამუშაოების დასრულებისთანავე”, – წერია კომპანიის განცხადებაში, რომელშიც არ არის მითითებული, კონკრეტულად რომელ ქუჩებს შეუწყდებათ წყალმომარაგება.