ახალი ამბები

თბილისის მერია: კონკურსანტი გასაუბრებაზე ფარულ გადაღებას აწარმოებდა

29 იანვარი, 2015 •
თბილისის მერია: კონკურსანტი გასაუბრებაზე ფარულ გადაღებას აწარმოებდა

მერიის ინფორმაციითვე, კომისიის წევრებს აღნიშნულის თაობაზე ეჭვი მას შემდეგ გაუჩნდათ, რაც კონკურსანტის მხრიდან ადგილი ჰქონდა არაადეკვატურ ქმედებებს. კომისიის წევრთა განცხადებით,  გასაუბრების პროცესში ის არ პასუხობდა დასმულ ცალკეულ შეკითხვებს.

 

“მოქმედებდა გამომწვევად და პროვოკაციულად.  გასაუბრების დასრულებისას, არაერთგზის თხოვნის მიუხედავად, მან არ დატოვა გასაუბრების ოთახი და დაჟინებით ითხოვდა, მისთვის დამატებით დაესვათ შეკითხვები. კომისიის წევრებს გაუჩნდათ საფუძვლიანი ეჭვი, რომ ის ფარულ გადაღებას აწარმოებდა მაჯის საათზე დამონტაჟებული ვიდეოკამერის მეშვეობით. კომისიის წევრთა გადაწყვეტილებით, გამოძახებული იქნა პატრული”,- წერია მერიის განცხადებაში.

 

როგორც მერიაში აცხადებენ, საკონკურსო-საატესტაციო კომისიის მუშაობა ჩაიშალა, რის გამოც დარჩენილ კანდიდატურებთან გასაუბრება გადაიდო.

კომისიის წევრთა აზრით, კონკურსანტის ქმედება მიზნად ისახავდა კომისიის მუშაობისთვის ხელის შეშლას.

“ის, რომ აღნიშნული ინციდენტიდან უმოკლეს პერიოდში ნაციონალური მოძრაობის წევრები ადგილზე იყვნენ მობილიზებული, ცხადყოფს, რომ ეს ქმედება მათ მიერ წინასწარ იყო დაგეგმილი. მივმართავთ სამართალდამცავ უწყებებს, დეტალურად შეისწავლონ აღნიშნული ფაქტი და მოახდინონ შესაბამისი რეაგირება,”- აცხადებენ მერიაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი