ახალი ამბები

ჯანეზაშვილმა და დოლიძემ მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება კვლავ პროტესტის ნიშნად დატოვეს

24 ივლისი, 2019 • 1221
ჯანეზაშვილმა და დოლიძემ მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება კვლავ პროტესტის ნიშნად დატოვეს

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრებმა – ნაზი ჯანეზაშვილმა და ანა დოლიძემ – უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების არასამუშაო საათებში გაგრძელების გამო სხდომა პროტესტის ნიშნად ისევ დატოვეს.

ამავე მიზეზით ჯანეზაშვილმა და დოლიძემ გასაუბრების პროცესი არასამუშაო საათებში 23-24 ივლისსაც  დატოვეს.

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ დღეს ლევან თევზაძეს და ილონა თოდუას მოუსმინა, ამ წუთებში კი გასაუბრება მიმდინარეობს მესამე კანდიდატთან – უჩა თოდუასთან.

ნაზი ჯანეზაშვილმა და ანა დოლიძემ, ისევე როგორც მანამდე იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრმა ირმა გელაშვილმა, არაერთხელ მოითხოვეს, კანდიდატებთან გასაუბრება ღამის საათებში, დაჩქარებულ რეჟიმში არ წარმართულიყო.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება იუსტიციის უმაღლეს საბჭოში თითქმის ყოველდღიურად, დღეში სამ კანდიდატთან იმართება. კანდიდატებთან გასაუბრების პროცესი დილიდან მიმდინარეობს.

ამავე თემაზე:

NGO-ები იუსტიციის საბჭოს მხრიდან გენდერულ დისკრიმინაციაზე მიუთითებენ

მასალების გადაბეჭდვის წესი