“ქვეყანაში მიმდინარე ტენდენციები, მოვლენები, ეს არის საინტერესო ყველასთვის, ამიტომ, თუ მეტი მოსაზრებები იქნება ამ თემებზე, ეს კარგია, ჭეშმარიტებაზე მონოპოლია არავის ეკუთვნის და არც არავინ აცხადებს პრეტენზიას ამაზე. ყველას აქვს საშუალება გამოხატოს აზრი”, – განაცხადა უსუფაშვილმა.
შეკითხვაზე, არის თუ არა ეს ყოფილი პრემიერის მხრიდან ზეწოლა არასამთავრობო სექტორზე, უსუფაშვილმა უპასუხა:
“ზეწოლას რაც შეეხება, ამას დასაბუთება სჭირდება.”
“აი, მთავრობაზე დიდი არასამთავრობოები რომ არიან, უფრო სწორად, პიროვნებები- ლომჯარია, კოჟორიძე და გიგაური. ჩვენ ძალიან საინტერესო კვლევას დავდებთ მათზე. თვითონ მათთან გვაქვს ძალიან ბევრი კითხვები. ამის უფლება გვაქვს”, – განაცხადა 28 იანვარს ბიძინა ივანიშვილმა ტელეკომპანია “იმედის” ეთერში.
შეგახსენებთ, რომ ეკა გიგაური ხელმძღვანელობს ორგანიზაციას “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო”, ნინო ლომჯარია – “სამართლიან არჩევნებს”, ხოლო კოჟორიძე იყო საიას-ს თავმჯდომარე, ამჟამად კი არის პრეზიდენტის მრჩეველი.