ახალი ამბები

ლონდონის საფონდო ბირჟაზე თიბისის აქციები 9.53%-ით გაუფასურდა

24 ივლისი, 2019 • 873
ლონდონის საფონდო ბირჟაზე თიბისის აქციები 9.53%-ით გაუფასურდა

17:12 საათისთვის ლონდონის საფონდო ბირჟაზე თიბისი ბანკის ჯგუფის აქციები 9.53%-ით არის გაუფასურებული და ერთი აქციის ფასი 13.46 ფუნტია. ბოლო სამი თვის მანძილზე აქციის ასეთი დაბალი ფასი არ დაფიქსირებულა.

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ დღეს, 24 ივლისს თქვა, რომ “თიბისი ბანკის” დამფუძნებლებს, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს, ბრალად ედებათ ჯგუფურად 16 754 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება (დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით).

საქმე ეხება 2008 წელს განხორციელებულ ტრანზაქციას. პარლამენტში გამართული მოსმენისას მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ კატეგორიულად უარყვეს მათი მხრიდან რაიმე სახის უკანონო ქმედების ჩადენა.

მასალების გადაბეჭდვის წესი