ახალი ამბები

დაპირისპირება ქუცნაშვილსა და ხმალაძეს შორის იურიდიული კომიტეტის სხდომაზე

29 იანვარი, 2015 •
დაპირისპირება ქუცნაშვილსა და ხმალაძეს შორის იურიდიული კომიტეტის სხდომაზე

იურიდიული კომიტეტის სხდომაზე დეპუტატმა ზაქარია ქუცნაშვილმა დახურული სხდომის მოწვევის შესახებ განცხადება გააკეთა. მისი თქმით, ზურაბ ვაზაგაშვილის მკვლელობის და გამოძიების საქმეზე ბევრი შეკითხვა არსებობს, ასევე კითხვებია იური ვაზაგაშვილის მკვლელობის საქმეზეც:

 

“ვითხოვთ, რომ გაიმართოს იურიდიული კომიტეტის დახურული სხდომა და არსებული შეკითხვები დავუსვათ გამოძიებას, კერძოდ, მიმაჩნია, რომ კიდევ უნდა აღიძრას ერთი სისიხლის სამართლის საქმე, რომელიც შეისწავლის ზურაბ ვაზაგაშვილის მკვლელობის გამოძიების გაჭიანურების მიზეზებს.

 

ზაქარია ქუცნაშვილმა ასევე მოითხოვა დახურულ სხდომაზე მთავარი პროკურორის მისვლა. იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ, ვახტანგ ხმალაძემ დეპუტატს განუმარტა, რომ კანონის თანახმად, მთავარი პროკურორი საპარლამენტო კომიტეტის წინაშე ანგარიშვალდებული არ არის:

 

“კანონმდებლობა და რეგლამენტი მთავარ პროკურორს არ ავალდებულებს, რომ კომიტეტის დახურულ სხდომას დაესწროს, შესაბამისად, ამ მოთხოვნაზე მივიღებთ უარს, ამიტომ ამ საკითხის  დაყენებას აზრი არ აქვს. მე მთავარ პროკურორს გადავეცი იურიდიული კომიტეტის დეპუტატების შეკითხვები და მივიღე პასუხი, რომ მთავარი პროკურატურა ზურა ვაზაგაშვილის მკვლელობის გამოძიების საქმეს უახლოეს 10 დღეში დაასრულებს და წარდგენილი იქნება საბრალდებო დასკვნა. რაც შეეხება იური ვაზაგაშვილის მკვლელობას, გამოზიების ინტერესებიდან გამომდინარე პროკურატურა ინფორმაციას ვერ მოგვაწოდებს”,- უთხრა ქუცნაშვილს ვახტანგ ხმალაძემ.

 

ზაქარია ქუცნაშვილმა დეპუტატების სურვილის იგნორირებაში დაადანაშაულა და იურიდიული კომიტეტის წინა სხდომა გაიხსენა. მისი თქმით,  კომიტეტის წინა სხდომაზე მან შს მინისტრის მოსვლა და აღნიშნულ შეკითხვებზე პასუხების მიღება მოითხოვა. შინაგან საქმეთა მინისტრი კომიტეტის წინაშე მთავარი პროკურორისგან განსხვავებით ანგარიშვალდებულია.  ვახტანგ ხმალაძე  ზაქარია ქუცნაშვილს არ დაეთანხმა და კომიტეტის სხდომის სტენოგრამული ჩანაწერის ამოღება მოითხოვა.

მასალების გადაბეჭდვის წესი