ახალი ამბები

სუბარი: უკრაინიდან 500-მდე ლტოლვილს საქართველო თავშესაფარს მისცემს

29 იანვარი, 2015 • 874
სუბარი: უკრაინიდან 500-მდე ლტოლვილს საქართველო თავშესაფარს მისცემს

“მივაწოდე მთავრობას ინფორმაცია, რომ ამ წუთში საქართველოში არის 500-მდე ლტოლვილობის მაძიებელი და თავშესაფრის მაძიებელი პირები უკრაინიდან. და ჩვენ ვაპირებთ, რომ გამარტივებულად, ძალიან დაჩქარებულად მივცეთ მათ თავშესაფარი საქართველოში. საქართველო არის იმ სახელმწიფოებს შორის, რომელიც ყველაზე დიდ დახმარებას უწევს უკრაინას, სამედიცინო კუთხით იქნება თუ სხვა კუთხით”, – განაცხადა იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ.

 

უკრაინისთვის დახმარების გაწევაზე კომენტარი თავდაცვის მინისტრმა მინდია ჯანელიძემაც გააკეთა.

“გუშინ ბატონი ბიძინასგანაც მოვისმინეთ, ჩვენ, რა თქმა უნდა, სოლიდარულები უნდა ვიყოთ უკრაინელი სახელმწიფოს მიმართ, ჩვენ უნდა დავეხმაროთ, მაგრამ უნდა შევარჩიოთ ისეთი დახმარების ფორმები, რომ ამით არ დაზარალდეს ჩვენი ეროვნული ინტერესები და, ამასთან ერთად, შევარჩიოთ ის დახმარების ფორმები, რისი შესაძლებლობაც ჩვენ სახელმწიფოს გააჩნია”, – აცხადებს ჯანელიძე.  

მასალების გადაბეჭდვის წესი