ახალი ამბები

ირაკლი ღარიბაშვილი: ეს წელი არ იქნება დალხენილი

29 იანვარი, 2015 •
ირაკლი ღარიბაშვილი: ეს წელი არ იქნება დალხენილი

“რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს კომუნიკაცია ყოველი თვის ბოლოს, მაგრამ მე მინდა კიდევ ერთხელ, რომ ეს საკითხი დავაფიქსიროთ. მე ვიცი, რომ გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით შექმნილია სამუშაო ჯგუფები, თვითონ გადიხართ ყველაფერს, გადიხართ ხარჯვით ნაწილს. ყველამ ეფექტურად უნდა დავხარჯოთ და ყველამ ძალიან მობილიზება უნდა გავაკეთოთ ჩვენი სამინისტროების. ეს წელი არ არის მაინცდამაინც დალხენილი წელი – არ იქნება. და, რა თქმა უნდა, ამას სჭირდება უფრო მეტი მობილიზება, გამომდინარე იქიდან, რომ მსოფლიოში მიმდინარეობს გარკვეული ნეგატიური პროცესები და ტენდენციები და ამიტომ ჩვენ კიდევ გაათმაგებული მობილიზებით უნდა შევხვდეთ ამ გამოწვევებს”.

 

პრემიერმა ფინანსთა მინისტრს დაავალა, ბიუჯეტის შესრულების ანგარიში ყოველ თვეში წარადგინოს მთავრობის სხდომაზე.

 

ღარიბაშვილის განცხადებით, სახელმწიფო უწყებებისთვის გამოყოფილი თანხები, რომელთა ეფექტური ხარჯვა ვერ მოხდება, მთავრობის სარეზერვო ფონდში გადაირიცხება. მან ასევე განაცხადა, რომ ხელისუფლება ინვესტორებთან აქტიურ კომუნიკაციას იწყებს და მიმდინარე წელს მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელება იგეგმება.

 

ნოდარ ხადურის ინფორმაციით, საგადასახადო შემოსავლების მობილიზების თვალსაზრისით, იანვრის თვის გეგმა 540 მილიონ ლარს შეადგენდა, საიდანაც 519 მილიონი უკვე მობილიზებულია.

 

ფინანსთა მინისტრმა ასევე განმარტა, რომ სამინისტროები ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს მთავრობას ყოველი თვის დასაწყისში წარუდგენენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი