ახალი ამბები

მურუსიძეც და ჩინჩალაძეც არიან ლიდერები – მოსამართლე ილონა თოდუა

24 ივლისი, 2019 • 1999
მურუსიძეც და ჩინჩალაძეც არიან ლიდერები – მოსამართლე ილონა თოდუა

ლევან მურუსიძეც და მიხეილ ჩინჩალაძეც არიან ლიდერები, – ასე უპასუხა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა ილონა თოდუამ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის, ნაზი ჯანეზაშვილის კითხვას იმის თაობაზე, თუ ვინ უფრო ლიდერია სასამართლო სისტემაში – მურუსიძე თუ ჩინჩალაძე?

“სისტემურად შევაფასებდი ბატონი ლევანის თვისებებს და იმ ქმედებას, ალბათ, თუ რატომაც ჩათვალა მან ეთქვა, რომ არის სასამართლოს ლიდერი. რეალობაა ის, რომ მოსამართლეთა კორპუსში ბატონი ლევანი ავტორიტეტით სარგებლობს. რეალობაა ის, რომ გამოწვევები, რაც იდგა სასამართლო კორპუსში, ბატონი ლევანი სასამართლოს დამცველი გამოდიოდა. სასამართლო სისტემის სადარაჯოზე იდგა და დასაფასებელია”, – განაცხადა ილონა თოდუამ.

ილონა თოდუა, რომელიც თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსამართლეა, აფასებს ამავე სასამართლოს თავმჯდომარეს მიხეილ ჩინჩალაძეს, როგორც ძალიან კარგ მენეჯერს, რომელმაც სასამართლოში მენეჯერული თვალსაზრისით არსებული პრობლემები გადაჭრა.

ამავე თემაზე:

ჯანეზაშვილი და დოლიძე მოსამართლე თოდუას არაკეთილსინდისიერებაში ადანაშაულებენ

 

მასალების გადაბეჭდვის წესი