ახალი ამბები

ივანიშვილი: ლარის გაუფასურება საზოგადოებას ტვირთად არ აწევს, მოგონილი თემაა ესეც

28 იანვარი, 2015 •
ივანიშვილი: ლარის გაუფასურება საზოგადოებას ტვირთად არ აწევს, მოგონილი თემაა ესეც

“მოგონილი თემაა ესეც, არავითარ ტვირთად არ აწევს ეს საზოგადოებას, გარდა სააგატაციო მანქანისა, რასაც “რუსთავი 2″ ახერხებს.  ეს ფასებზე არ ასახულა, არაფერი განსაკუთრებული არ ხდება გარდა კარგისა, ლარი აჩვენებს, რომ ცოცხალი ორგანიზმია, ჯანმრთელი ორგანიზმია. რაც ხდება მსოფლიო ეკონომიკაში, ასახვას ჰპოვებს საქართველოზეც. ლარი იქცევა ძალიან ჯანსაღად, ძალიან ჯანმრთელად და მე სპეციალისტებთან შემიძლია, თუ აქვთ სურვილი ტელევიზიით გამომიწვიონ და დავჯდები, სპეციალისტობაზე ვისაც აქვს პრეტენზია, რომ ეკონომიკა  იცის. ლარი იქცევა ძალიან ადეკვატურად იმ პროცესებთან მიმართებაში, რაც ხდება შიგნით და გარეთ. არაფერი ცუდი არ ხდება. ეს ფასებზე არ გადართულა, თუ გადავა, ეროვნულ ბანკს და მთავრობას აქვს ბერკეტები ჩაერიოს. ნახეთ გარე ექსპერტების შეფასებები, რომ ლარს ძალიან აქებენ, ძალიან ჯანსაღად იქცევა”,-განაცხადა ივანიშვილმა ტელეკომპანია “იმედთან” საუბრისას.

 

ეროვნულმა ლარმა აშშ დოლართან მიმართებაში გაუფასურება 2014 წლის ნოემბრიდან დაიწყო. 20 ნოემბერს 100 აშშ დოლარის ყიდვა 177 ლარად იყო შესაძლებელი, დღეს 100 აშშ დოლარი ვალუტის გადამცვლელ ჯიხურებში 199 ლარი, ხოლო კომერციულ ბანკებში 2, 039 ლარი ღირს.

მასალების გადაბეჭდვის წესი