“მრავალსერიანი მხატვრული ფილმის გადაღებას ვაპირებთ, ასეთი სათაური ექნება “9+1”, ალბათ მიგანიშნებთ, “ნაციონალური მოძრაობის” მმართველობაზე გვინდა მრაველსერიანი, 200 და მეტსერიანი ფილმის გადაღება, შემოდგომისთვის ალბათ მზად გვექნება”,- განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა ტელეკოლმპანია “იმედთან” საუბრისას.
მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ იგი ამის საჭიროებას ვერ ხედავს, პროექტ “2030”-ის ფარგლებში აპირებს მოქმედ ხელისუფლებაზე დოკუმენტური ფილმები მოამზადოს კორუფციისა და ნეპოტიზმის კუთხით.