ახალი ამბები

საქართველოს მხიარულთა და საზრიანთა ნაკრები КВН-ის უმაღლეს ლიგაში მოხვდა

28 იანვარი, 2015 •
საქართველოს მხიარულთა და საზრიანთა ნაკრები КВН-ის უმაღლეს ლიგაში მოხვდა

საქართველოს ნაკრებმა, რომელიც რუსეთში, КВН-ის საერთაშორისო პრემიერ ლიგის 2014 წლის ჩემპიონი გახდა, როგორც საქართველოს მხიარულთა და საზრიანთა ნაკრების ხელმძღვანელი, სოფო ბანძავა ამბობს, საერთაშორისო უმაღლეს ლიგაში მონაწილეობის უფლება ავტომატურად მოიპოვა. 

 

“საქართველოს მხიარულთა და საზრიანთა ნაკრები პირველად საქართველოს კვნ-ის და საერთოდ კვნ–ის ისტორიაში საერთაშორისო პრემიერ ლიგის 2014 წლის ჩემპიონი გახდა. გუნდი 25 იანვარს დაბრუნდა სოჭის 26-ე კვნ-ის საერთაშორისო ფესტივალიდან, სადაც ალექსანდრე მასლიაკოვმა გუნდი ოფიციალურად წარადგინა უმაღლეს ლიგაში”, – ამბობს ნაკრების ხელმძღვანელი.  

 

საქართველოს ნაკრები უმაღლეს ლიგაში პირველ 1/8 ფინალურ შეხვედრას 14 მარტს გამართავს.


КВН-ზე საქართველოს მხიარულთა და საზრიანთა ნაკრების მონაწილეობის ფინანსურ მხარდაჭერას რუსეთში ქართველთა კავშირის პრეზიდენტი, მიხეილ ხუბუტია უზრუნველყოფს. 


მასალების გადაბეჭდვის წესი