ახალი ამბები

ივანიშვილი: მე მომწონს დავით ნარმანიას ინერტულობა

28 იანვარი, 2015 •
ივანიშვილი: მე მომწონს დავით ნარმანიას ინერტულობა

“მე თავშივე ვთქვი, რომ ნარმანია მერის კარგი კანდიდატი იქნებოდა, მე ვფიქრობ, რომ არ შევმცდარვარ. ის მეთოდურობა და პროფესიონალიზმი, რაც მას ახასიათებს, ვერ მოვიდა მთლიანად შეწყობაში თბილისის მერობასთან, დასაწყისში განსაკუთრებით, როდესაც  “ნაციონალური მოძრაობს” ცდილობდა მისთვის საბოტაჟი მოეხდინა. რაღაც ეტაპზე თქვენც ამჩნევდით და საზოგადოებაც, რომ გაუჭირდა. ჩვენ უნდა შევეჩვიოთ. ნარმანია, რა თქმა უნდა, უნდა იყოს მაქსიმალურად ეფექტური და ეცადოს განახორციელოს ის ფუნქციები, რაც კონსტიტუციით ევალება, მაგრამ საზოგადოებაც უნდა შევეჩვიოთ. მე მომწონს მისი მეთოდურობა, თუგინდ მისი ინერტულობაც კი. აუცილებელია მართვაში 100-ჯერ გაზომო და მერე გაჭრა. ნარმანიამ უნდა გაითვალისწინოს ქართული ხასიათი და თბილისური ხასიათი, ის თბილისელი არ გახლავთ, ამაზე ზოგიერთი თბილისელი შფოთავს და თბილისელობა მაღალი წოდება ჰგონია. ხაზს უსვამენ, რომ ამიტომ უჭირს შეგუება, მაგრამ ის არის ძალიან მეთოდური და არის კარგი პროფესიონალი, მაგრამ ტემპს უნდა მოუმატოს”,- განაცხადა იავანიშვილმა “იმედთან” საუბრისას.

მასალების გადაბეჭდვის წესი