ახალი ამბები

ივანიშვილის თქმით, ეკა გიგაურზე, კახა კოჟორიძესა და ნინო ლომჯარიაზე კვლევას ამზადებს

28 იანვარი, 2015 •
ივანიშვილის თქმით, ეკა გიგაურზე, კახა კოჟორიძესა და ნინო ლომჯარიაზე კვლევას ამზადებს

“აი, მთავრობაზე დიდი არასამთავრობოები რომ არიან, უფრო სწორად, პიროვნებები- ლომჯარია, კოჟორიძე და გიგაური. ჩვენ ძალიან საინტერესო კვლევას დავდებთ მათზე. თვითონ მათთან გვაქვს ძალიან ბევრი კითხვები. ამის უფლება გვაქვს”, – განაცხადა ივანიშვილმა. მას მოტივაცია არ დაუკონკრეტებია.


ივანიშვილი - EPA/ZURAB KURTSIKIDZE
ივანიშვილი – EPA/ZURAB KURTSIKIDZE


ექსპრემიერმა ლომჯარია, კოჟორიძე და გიგაური ფარული მოსმენების კანონის კონტექსტში ახსენა და მათი პოზიცია პრეზიდენტ მარგველაშვილს დაუკავშირა. არასამთავრობოები მარგველაშვილთან ერთად მხარს ფარული მოსმენების ე.წ. გასაღების შსს-დან გატანას უჭერდნენ.


ივანიშვილის ამ განცხადებას უკვე გამოეხმაურა “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” ხელმძღვანელი ეკა გიგაური:


“მზად ვარ კვლევის შემკვეთს და ავტორებს გავუწიო დახმარება ინფორმაციის მოპოვებაში! გთხოვთ, დამიკავშირდეთ”, – დაწერა გიგაურმა ფეისბუკზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი