ახალი ამბები

ივანიშვილის თქმით, პრეზიდენტი “მაღლა სწევს” იმ საკითხებს, რომელიც მის კომპეტენციაში შედის

28 იანვარი, 2015 •
ივანიშვილის თქმით, პრეზიდენტი “მაღლა სწევს” იმ საკითხებს, რომელიც მის კომპეტენციაში შედის

“მე მას მოვუწოდებდი ის ბერკეტები გამოიყენოს ეფექტურად, რაც მას გააჩნია, საკმაოდ დიდი ბერკეტები აქვს. ის პოზიცია დააფიქსიროს, რაც ქვეყანას სჭირდბა, რაც ქვეყნისთვის არის სწორი და კეთილი, იმ მიმართულებით გააგრძელოს ფუნქციონირება. რაც შეეხება სასამართლოს, ამ პროცესსაც ძალიან მაღლა სწევენ, ხელოვნურად ახერხებენ, რომ  რაღაცას აკეთებს მარგველაშვილი საოცრებას, ევალება ეს და დაასახელოს დროულად, ჰყავს მაგის გუნდი და ამოირჩიოს, პარლამენტს თავის უფლებები აქვს და ესაა. დაიწყეს აჟიოტაჟი რამდენიმე თვით ადრე”,- განაცხადა იავნიშვილმა ტელეკომპანია “იმედთან” საუბრისას.

 

საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ კოტე კუბლაშვილი 2005 წლის 23 თებერვლიდან დაინიშნა და, შესაბამისად, მისი უფლებამოსილების 10-წლიანი ვადა 2015 წლის 23 თებერვალს იწურება.

 

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე კანდიდატურა პრეზიდენტმა უნდა წარადგინოს, რის შემდეგაც იგი პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს. ამ საკითხთან დაკავშირებით გიორგი მარგველაშვილი ბოლო პერიოდში ინტენსიურ კონსულტაციებს მართავდა როგორც საპარლამენტო ძალებთან, ისე სასამართლო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან.

მასალების გადაბეჭდვის წესი