“მე პირადად არ ვისურვებდი. მე ძალიან მინდა მივეჩვიოთ, რომ კანონის ფარგლებში ვიცხოვროთ, კონსტიტუციას მოვუსმინოთ და ასე შემდეგ. ჩემი სურვილი არ იქნებოდა, ამის აუცილებლობასაც ვერ ვხედავ, მაგრამ არაფერი უნდა გამოვრიცხოთ და თუ პროცესები ისე განვითარდა, რომ ამის აუცილებლობა დადგება, არაფერი ამაში კატასტროფა არაა, თუმცა არ იქნება კარგი და ჯობია ყველაფერი კონსტიტუციურად განვითარდეს და დიდი ალბათობით ასეც იქნება”, – აღნიშნა ივანიშვილმა.