ანა დოლიძემ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ჩუსტები მიიტანა

დღეს, 24 ივლისს, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მოსამართლეობის კანდიდატებთან გადაუბრების დაწყებამდე უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა ანა დოლიძემ განაცხადა, რომ ჩუსტები მოიტანა, რათა საბჭოს წევრებმა თავი იგრძნონ „კომფორტულად, როგორც სახლში“.

„სავარაუდოდ, მათ შაბათ-კვირასაც დასჭირდებათ მუშაობა და მგონი, უნდა შევუქმნათ ის პირობა, რომ ადამიანი ღამე რომ არის იუსტიციის საბჭოში, კომფორტულად მოვიდეს. უნივერსალური ვიყიდე, ნახავთ, ქალებისა და მამაკაცებისთვისაც არის“, – განაცხადა ანა დოლიძემ სხდომის დაწყებამდე. მან აღნიშნა, რომ მისი მხრიდან ეს ხაზს უსვამს იმას, რომ საბჭო არღვევს შრომით უფლებებს.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრები, ნაზი ჯანეზაშვილი და ანა დოლიძე, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრებას არასამუშაო საათებში აპროტესტებენ. მათ უკვე ორჯერ დატოვეს  სხდომა პროტესტის ნიშნად.

დოლიძემ და ჯანეზაშვილმა იუსტიციის საბჭოს სხდომა კვლავ პროტესტის ნიშნად დატოვეს

 

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ნანა კვაჭაძე, ჟურნალისტი ელფოსტა: kvachadze.n@gmail.com