“მე ვერ ვხედავ მთავრობის შეცვლის აუცილებლობას ან მითუმეტეს ღარიბაშვილს რამე ემუქრებოდეს, მე ვერაფერს ვერ ვხედავ ამის მსგავსს. რას ერჩიან ამ მთავრობას? რა ფუჭდება? რა არ კეთდება? ამის მიხედვით უნდა გავაკრიტიკოთ მთავრობა, გინდათ ენერგეტიკის სამინისტრო ავიღოთ ან ეკონომიკის სამინისტრო, ფინსნსთა სამინისტრო, გინდაც ცალკე აღებული პრემიერ. აი რას უნდა აკეთებდეს და ვერ აკეთებს აქედან უნდა წამოვიდეთ და არა ზოგადად , მაგალითად უმუშევრობა. ის რაც ოც წელიწადში გასაკეთებელია, ნელ-ნელა დაიწყება”,-განაცხადა ივანიშვილმა ტელეკომპანია “იმედთან” საუბრისას.