ახალი ამბები

ბიძინა ივანიშვილი ადასტურებს, რომ რომან ჩხენკელის პოსტიდან მოხსნა პრემიერს მან ურჩია

28 იანვარი, 2015 •
ბიძინა ივანიშვილი ადასტურებს, რომ რომან ჩხენკელის პოსტიდან მოხსნა პრემიერს მან ურჩია

“მეც მქონდა შენიშვნები, არ ვმალავ, თუმცა თვითონ ღარიბაშვილმა გააკეთა დასკვნები”, – განაცხადა ივანიშვილმა ჯანყარაშვილის ქართული ოცნების პარტიის აღმასრულებელ მდივნად დანიშვნის საკითხზე.

 

რაც შეეხება პრემიერის თანაშემწეს ეკონომიკურ საკითხებში რომან ჩხენკელს, ივანიშვილმა განაცხადა:

 

“რომან ჩხენკელი საკმაოდ დიდ თანამდებობას იკავებდა. რომან ჩხენკელზე რამდენჯერმე მაქვს ნათქვამი ირაკლისთან, რომ ის აქ არ უნდა იყოს. ის ნაციონალური მოძრაობის აქტიური წევრი იყო, მან გააკოტრა ქართუ ბანკი. რამდენჯერმე ვუთხარი ირაკლის, თუმცა მას არ ჰქონია რეაქცია. მე თავს არავის არასდროს ვახვევ არაფერს და დაჟინებით არ ვითხოვ. საკუთარი შვილებისგან არ ვითხოვ დაჟინებით არაფერს. მე შემიძლია რჩევა მივცე რბილად და დავასაბუთო. 6-8 თვის შემდეგ მან ეს გაითვალისწინა და გააკეთა, ჩემი გაითვალისწინაო, ამას ვერ ვიტყვი, თვითონ მიხვდა, რომ ასე არ ვარგოდა, მაგრამ ის, რომ ეს მე გავაკეთე, ამის თქმის საფუძველი არ გაქვთ”, – განაცხადა ივანიშვილმა და დასძინა, “ეს მაგალითი ადასტურებს, რომ იგი ღარიბაშილის მბრძანებელი არ არის და პროცესებს არ მართავს”.

მასალების გადაბეჭდვის წესი