ახალი ამბები

ჯანდაცვის სამინისტრო ტატუსა და სილამაზის სალონების შემოწმებას იწყებს

28 იანვარი, 2015 •
ჯანდაცვის სამინისტრო ტატუსა და სილამაზის სალონების შემოწმებას იწყებს

შემოწმების მიზანი ინფექციბის კონტროლია. სტომატოლოგიური კლინიკების მონიტორინგის მსგავსად ტატუსა და სილამაზის სალონების შემოწმებაც C ჰეპატიტის ელიმინაციასა და პრევენციას ემსახურება.

 

“დღემდე ამ კუთხით არანაირი მონიტორინგი არ არსებობდა ქვეყანაში და ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, გაცნობითი ხასიათის ღონისძიება გავატაროთ, პირველ ეტაპზე არ ვწერთ არანაირ ჯარიმას, ისევე როგორც სტომოატოლოგიური კლინიკების შემთხვევაში”,-ამბობს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე. 

 

ამ დროისთვის 500-მდე სალონის ინვენტარიზაცია განხორციელდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი