ახალი ამბები

ბესელიამ თავისი პარტიისთვის დოლარის ფერი აირჩია, რადგან ფულის შოვნა სურს – ზარდიაშვილი

23 ივლისი, 2019 • 1267
ბესელიამ თავისი პარტიისთვის დოლარის ფერი აირჩია, რადგან ფულის შოვნა სურს – ზარდიაშვილი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ვანო ზარდიაშვილი ყოფილ თანაგუნდელს, ეკა ბესელიას, აკრიტიკებს და მას კორუფციული ინტერესებით მოქმედებაში ადანაშაულებს. შესაბამისი განცხადებები მან დღეს, 23 ივლისს, ჟურნალისტებთან საუბრისას გაახმიანა.

ზარდიაშვილმა ბესელიას ახლად შექმნილი პარტიის “სამართლიანობისთვის” ფერი დოლარის კუპიურის ფერს დაუკავშირა და აღნიშნა, რომ მას სხვა ინტერესი არ გააჩნია.

“საბოლოო ჯამში, ნიღაბი ჩამოეხსნა ამ ქალბატონს, რომელიც როგორც გუნდის შიგნით, ისე გუნდის გარეთ მხოლოდ კორუფციული ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს და მას სხვა ინტერესი არ გააჩნია. აქვე დავამატებ, რომ ქვეცნობიერად, ვერც კი გაიგო, ისე, თავის პარტიის ფერად აირჩია დოლარის ფერი და ასე ეხვეწება თემიდას, რომ იქნებ ფული აშოვნინოს. მაგრამ ვერ მიიღებს ეკა ბესელია სასამართლოში ფულის შოვნას. მისი სახე და სახელი არის უკვე ნათელი”, – თქვა მან.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი