2 თვის შემდეგ კი, როგორც კვარაცხელია ამბობს, მონიტორინგის ჯგუფი შეამოწმებს, თუ რა ხარვეზები გამოსწორდა. ოფიციალური ინფორმაციითვე, მონიტორინგი პირველ ეტაპზე ძირითადად თბილისს შეეხო. ამ დროისთვის, სამინისტროს ინფორმაციით, 300-მდე კლინიკა შემოწმდა.
ამ მონიტორინგის ფარგლებში აღმოჩნდა, რომ 29 სტომატოლოგიური კლინიკა შეტყობინების გარეშე ფუნქციონირებს, რაც ნიშნავს, რომ ჯანდაცვის სამინისტრომ მათი არსებობის შესახებ არ იცის. კვარაცხელია ამბობს, რომ მათ მიმართ გარკვეული ღონისძიებები გატარდება. თავად კლინიკებს ერთი კვირა განესაზღვრათ იმისთვის, რომ შეტყობინება გაგზავნონ და აღრიცხვაზე იყვნენ:
“პირველ ეტაპზე არანაირ ჯარიმებს არ ვწერთ. ეს ყველაფერი ხდება ინფექციების კონტროლის მიზნით”,- ამბობს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე.
მისივე თქმით, სამი თვის ვადაში სამინისტრო დაასრულებს სტომატოლოგიური კლინიკების შემოწმებას ინფექციების კონტროლის კუთხით და შემდეგ შემოწმება ეტაპობრივად მოხდება წელიწადში რამდენჯერმე. მონიტორინგს ჯანდაცვის სამინისტრო C ჰეპატიტის ელიმინაციის და პრევენციის მიზნით ახორციელებს.
კვარაცხელიას თქმით კლინიკების სალიცენზიო პირობებს სამინისტრო ამ ეტაპზე არ ამოწმებს და ამ ტიპის მონიტორინგი 2 თვის შემდეგ დაიწყება.