ახალი ამბები

ენმ-ს მორიგი ვიდეო: “შსს-ს მაღალჩინოსნის დაპირისპირება პატრულთან”

28 იანვარი, 2015 •
ენმ-ს მორიგი ვიდეო: “შსს-ს მაღალჩინოსნის დაპირისპირება პატრულთან”

ენმ-ს ერთ-ერთი ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის მტკიცებით, ინციდენტი რამდენიმე თვის წინ ბორჯომში მოხდა და მათ ეს ჩანაწერი ქუჩაზე დამონტაჟებული სათვალთვალო კამერის მეშვეობით მოიპოვეს. კადრში ჩანს, რომ პატრული მოქალაქის წინააღმდეგობის მიუხედავად მას სავარაუდო დარღვევისთვის აჯარიმებს, ხოლო როდესაც იარაღს დაინახავს – აკავებს. ზურაბ ჯაფარიძის თქმით, პატრულის თანამშრომელი გიორგი ლომსაძე მეორე დღესვე სამსახურიდან გაუშვეს, ხოლო დაკავებული გაათავისუფლეს და მეტიც, დააწინაურეს კიდეც – “დღეს ის შსს-ს კონტრტერორისტული ცენტრის მოადგილეა”. ზურაბ ბერიკაშვილს დეკლარაცია მხოლოდ 2008 წელს აქვს შევსებული, სადაც მითითებულია, რომ იგი შსს-ს თანამშრომელია და ქარელის რაიონულ სამმართველოს ხელმძღვანელობს. ჯაფარიძის მტკიცებით, იგი ნაციონალური მოძრაობის დროს შსს-დან გაუშვეს დაახლოებით მსგავსი ქმედების ჩადენის გამო და ახალი ხელისუფლების პირობებში ისევ აღადგინეს.

ნეტგაზეთმა შსს-ს პრესსამსახურთან დაკავშირება ვერ მოახერხა. უწყებას კომენტარი ასევე არ გაუკეთებია ოპოზიციური პარტიის მიერ გუშინ გავრცელებულ ორ ვიდეომასალაზე, რომელშიც მოქალაქე ეკა ყუშიტაშვილი დაჯარიმაებისგან თავის დაღწევის მიზნით პატრულის თანამშრომლების დაშინებას საპატრულო პოლიციის უფროსის, დავით ცინარიძის სახელის გამოყენებით ცდილობს.



მასალების გადაბეჭდვის წესი