10:00 სთ-ზე, სასტუმროში ,,თბილისი მერიოტი” სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნოდარ კერესელიძე დაესწრება შეხვედრას ,,მაღალმთიანი რეგიონების განვითარება და ევროკავშირის რეკომენდაციები”. შეხვედრა ავსტრიის განვითარების სააგენტოს ინიციატივით გაიმართება. შეხვედრაში მონაწილეობენ პარლამენტის აგრარული კომიტეტის, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, ,,საქპატენტისა” და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები.
10:30-ზე ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე საინფორმაციო ანალიტიკურ პორტალ “კვირას” პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს. მისამართი: უშანგი ჩხეიძის 23.
11 საათზე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე თბილისის 41-ე საჯარო სკოლის ინტეგრირებული კლასის აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე მოსწავლეებს პლანშეტურ კომპიუტერებს გადასცემს. ადგილი: თბილისის 41-ე საჯარო სკოლა მისამართი: ირაკლი აბაშიძის 15
11:00-ზე ბუტა რობაქიძის დედა ია მეტრეველი პორტალ “კვირას” პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს.თემა: ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც ერთ-ერთ მოწმეს მისი მოკვლა დაავალეს. მისამართი: უშანგი ჩხეიძის 23.
11:30 საათზე პრაიმტაიმის პრესკლუბში ექსპერტი სოსო ცისკარიშვილი მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირებით პრესკონფერენციას გამართავს.
11:30-ზე საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი ზაქარია ქუცნაშვილი პორტალ “კვირას” პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს. თემები: მიმდინარე პოლიტიკური მოვლენები და ახალი კანონპროექტი „სითი პარკთან“ დაკავშირებით, რომელიც პარლამენტში დღეს განიხილება. მისამართი: უშანგი ჩხეიძის 23.
11:30 საათზე ენმ-ს ოფისში ზურაბ ჯაფარიძის პრესკონფერენცია გაიმართება, სადაც იგი “საპატრულო პოლიციის მაღალჩინოსათან დაკავშირებული ვიდეომასალას წარმოადგენს”.
12:00 საათზე პრაიმტაიმის პრესკლუბში ახალი მემარჯვენეების ლიდერი ფიქრია ჩიხრაძე მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირებით პრესკონფერენციას გამართავს
12:00 სთ-ზე “პირველ პრესკლუბში” საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი ანი მიროტაძე პრესკონფერენციას გამართავს. თემა: მიმდინარე პოლიტიკური პროცესები. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა” მე-2 სართ.
12:30 საათზე პრაიმტაიმის პრესკლუბში სოსო რობაქიძე პრესკონფერენციას თემა: იური ვაზაგაშვილის საქმე
12:30 სთ-ზე “პირველ პრესკლუბში” ეკონომიკის ექსპერტი დემურ გიორხელიძე პრესკონფერენციას გამართავს. თემა: ლარის კურსი, საწვავის ფასები. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა” მე-2 სართ.
14:00 საათზე პრაიმტაიმის პრესკლუბში „ფორმატ ბის“ კონცერტის ორგანიზატორები დუდუ ხარჩილავა და თაკო სავთხუციშვილი გამართავენ. თემა : 31 იანვარს დაგეგმილი კონცერტი.
16:00 საათზე კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში სხდომა გაიმართება, რომელზეც: მეოთხე თაობის (4G) ფართოზოლოვანი მომსახურების უზრუნველსაყოფად მობილური ოპერატორების დიაპაზონებში უკვე გაცემული და მათ მფლობელობაში არსებული ლიცენზიების მოდიფიცირების თაობაზე იმსჯელებენ.
18.30 მწერალთა სახლი და თიბისი ბანკი „საბას“ ლაურეატ ლია ლიქოკელთან შეხვედრაზე გიწვევთ. “მწერალთა სახლი” მაჩაბლის 13.