ახალი ამბები

“არ ვთვლი, რომ არაეთიკური იყო” – ცქიტიშვილი ბესელიასთან დაკავშირებით განცხადებაზე

23 ივლისი, 2019 • 1223
“არ ვთვლი, რომ არაეთიკური იყო” – ცქიტიშვილი ბესელიასთან დაკავშირებით განცხადებაზე

მაია ცქიტიშვილი ამბობს, რომ არაეთიკურად არ თვლის განცხადებას, რომელიც  ეკა ბესელიას შესახებ გააკეთა.

ცქიტიშვილმა გუშინ, 22 ივლისს თქვა, რომ ბესელიას მხრიდან მის პირად ცხოვრებაზე საუბარი “უკვე ძალიან დამღლელია”. დღეს კი ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ამ თემის ირგვლივ დამატებით განმარტებებს საჭიროდ არ მიიჩნევს.

“მე ამ საკითხთან დაკავშირებით აღარ ვთვლი საჭიროდ, რომ რაიმე პოლემიკაში შევიდე, ან რაიმე კომენტარი გავაკეთო. არ ვთვლი, რომ იყო არაეთიკური და არ ვაპირებ განმარტების გაკეთებას.

ამ თემასთან დაკავშირებით ძალიან ბევრი კომენტარი გავაკეთე ბევრი თვის განმავლობაში და ვთვლი, რომ ყველა ჩემი კომენტარი იყო ამომწურავი”,- თქვა მან.

რეპლიკა, რომელიც ეკა ბესელიამ “ყველაზე სამარცხვინო კომენტარად” შეაფასა, მაია ცქიტიშვილმა 22 ივლისს გაახმიანა. ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების კადრების გავრცელების საქმეზე მან თქვა:

“პასუხი ამ ყველაფერს გაეცა. ჰქონდა გამოძიებასაც… მასაც ჰქონდა საშუალება, რომ გამოძიებას მიაწოდოს ყველა მის ხელთ არსებული ინფორმაცია და დანარჩენი არის მორიგი მცდელობა მისი მხრიდან, რომ იყოს ახალი ამბების დღის წესრიგში“.

“ყველაზე სამარცხვინო კომენტარი” – ეკა ბესელია მაია ცქიტიშვილს ეხმაურება

მასალების გადაბეჭდვის წესი