“იმის დასტურად, რომ საპატრულო პოლიციის მიზანმიმართული დისკრედიტაცია ხდება, ხვალ კიდევ ერთ ვიდეოს წარმოგიდგენთ. ამ შემთხვევაში ინციდენტის მონაწილე მაღალჩინოსანია. ძალიან ვწუხვარ, რომ საპატრულო პოლიცია ჩვენი უნიათო და უთავმოყვარეო მთავრობის გამო ასეთ მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა”, – აცხადებს დეპუტატი ირმა ნადირაშვილი ფეისბუკზე.
როგორც მან ნეტგაზეთს განუცხადა, ის პირი, ვისაც ვიდეომასალა ეხება, პატრულის მოქმედი მაღალჩინოსანია. დეპუტატის ცნობით, ბრიფინგს ენმ-ს ოფისში ზურაბ ჯაფარიძე გამართავს. არც ნადირაშვილმა და არც ჯაფარიძემ ნეტგაზეთს არ უთხრეს, კონკრეტულად რომელ თანამდბეობის პირზეა საუბარი. ჯაფარიძის ცნობით, ხვალ ენმ-ს ოფისში ბრიფინგი 11:30 საათზე გაიმართება.
ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ დღეს გაავრცელა ორი ვიდეო, რომელზეც ასახულია, თუ როგორ ახდენს ზეწოლას პოლიციელზე მოქალაქე ეკა ყუშიტაშვილი საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის, დავით ცინარიძის დახმარებით.