ნეტგაზეთი შსს-ს კომენტარისთვის არაერთხელ დაუკავშირდა, თუმცა ამ დრომდე უწყებას განმარტება არ გაუკეთებია.

 

თავად ეკა ყუშიტაშვილი, რომელიც ენმ-ის მიერ გავრცელებულ ვიდეოში ფიგურირებს, ამტკიცებს, რომ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროს დავით ცინარიძესა და მის მოადგილე გიორგი ჭანტურიას საერთოდ არ იცნობს. ასევე ამბობს, რომ არანაირი შეხება არ აქვს შსს-ს გენინსპექციის ყოფილ უფროს ზვიად ჯანყარაშვილთან, რომელსაც ზემოხსენებულ ვიდეოში თვითონ ახსენებს.

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *