“ვფიქრობ, ამ წუთში არანაირი ღონისძიებები გასატარებელი არ არის. 60-50 მედიკამენტზე არის ფასის ცვლილება. სულ 5000-ზე მეტი მედიკამენტია ბრუნვაში. ანუ 10%-იც არ არის წამლების. 3-4%-ს შეეხო ფასის ცვლილება. თუმცა ეს გაძვირებაც არ არის მაღალი პროცენტით”,- აცხადებს კვარაცხელია.
მინისტრის მოადგილის განმარტებით, ჯანდაცვის სამინისტრო წამლების ფასების მონიტორინგს თვეში სამჯერ აწარმოებს.
“თუ დავინახავთ, რომ კატასტროფულად იზრდება წამლის ფასი და ხელმისაწვდობა ხდება ნული ან მინუსებში გადადის, ვერ დავრჩებით გვერდზე და რაღაც ღონისძიებებს გავატარებთ. თუმცა, ვიმეორებ, დღეს ამის ნიშანი არ არის. არ ვაპირებთ ბიზნესზე ზეწოლას და ფასების რეგულაციას. ამას ბიზნესი არგულირებს. ერთადერთი, თუ მოხდა კატასტროფულის ზრდა, შეიძლება მაშინ ჩავერიოთ.”
