ახალი ამბები

“ხეოფსის პირამიდაც მე ავაშენე” – ოქრუაშვილი მასზე ხუმრობებს ეხმიანება

22 ივლისი, 2019 • 2424
“ხეოფსის პირამიდაც მე ავაშენე” – ოქრუაშვილი მასზე ხუმრობებს ეხმიანება

ირაკლი ოქრუაშვილი ინტერნეტში მის შესახებ გავრცელებულ ხუმრობებს ეხმაურება. ბოლო დღეების განმავლობაში ოქრუაშვილმა განაცხადა, რომ 2003 წლის ოპოზიციის საარჩევნო კამპანია და ვარდების რევოლუცია მის მიერ მოზიდული სახსრებით იყო დაფინანსებული.

ასევე თქვა, რომ 2007 წლის მერე ანტისამთავრობო აქციები რუსთაველზე მისი დაფინანსებული იყო სხვადასხვა წყაროდან მოძიებული თანხებით.

ამის შემდეგ ინტერნეტში არაერთი ხუმრობა და მიმი შეიქმნა, რასაც ბოლოს თავად ოქრუაშვილიც გამოეხმაურა.

“ხეოფსის პირამიდაც მე ავაშენე, სფინქსს ცხვირი მე მოვატეხე, ნაპოლეონის მეჯვარეც მე ვიყავი, ჯეფ ბეზოსს ცოლი მე წავართვი, ბიძინას პოკერში პინგვინი მოვუგე და ნიცშეს წაკითხვა მე ვურჩიე. დანარჩენებს მერე გეტყვით”, – წერს ოქრუაშვილი.

ხუმრობების ნაწილი ოქრუაშვილზე:

ოქრუაშვილი არ ასახელებს წყაროებს, საიდანაც, მისი თქმით, თანხების მობილიზება შეძლო და ამბობს, რომ ვინაობის გამჟღავნება მის სპონსორებს არ სურთ.

მასალების გადაბეჭდვის წესი