ახალი ამბები

იუსტიციის სამინისტრომ შს მინისტრის დანიშვნაზე წულუკიანის კომენტარი შეცვალა

27 იანვარი, 2015 •
იუსტიციის სამინისტრომ შს მინისტრის დანიშვნაზე წულუკიანის კომენტარი შეცვალა

„ვახტანგ გომელაური ჩვენთან ერთად იყო უსამართლობისა და ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაში, ამიტომაც მივესალმები მის დანიშვნას ამ პოზიციაზე და მჯერა, რომ ის იქნება საქმის ერთგული და გაამართლებს ხალხის იმედს. ხალხის იმედი კი არის ის, რომ ჩვენ ყველა ერთად შევძლებთ უსამართლობასთან ბრძოლის გაგრძელებას და ამ საქმეს მივიყვანთ ბოლომდე“, −  განაცხადა თეა წულუკიანმა,”– წერია იუსტიციის სამინისტროს მიერ მეორედ გავრცელებულ განცხადებაში.

 

განცხადების პირველი ვერსია ასეთი იყო:

 

„ეს არის  ადამიანი, რომელიც ჩვენთან ერთად, „ქართულ ოცნებასთან“ ერთად იყო ბრძოლაში − ბრძოლაში ძალადობისა და უსამართლობის წინააღმდეგ. აქედან გამომდინარე, მე მაქვს იმედი, რომ ის ამ სამინისტროს სამართლიანობისთვის ბრძოლის სტრუქტურად აქცევს… ჩვენ ყველამ ერთად უნდა გავამართლოთ ხალხის იმედი, ის მოლოდინი, რისთვისაც აგვირჩიეს და დაგვნიშნეს ამ თანამდებობებზე“, −  განაცხადა თეა წულუკიანმა.

 

ვახტანგ გომელაური შს მინისტრის პოსტზე პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა 26 იანვარს წარადგინა. მან ამ პოსტზე ალექსანდრე ჭიკაიძე შეცვალა. გომელაური ბიძინა ივანიშვილის პრემიერობის დროს მისი დაცვის უფროსის მოადგილე იყო. ხოლო მას შემდეგ რაც პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი გახდა, იგი შს მინისტრის მოადგილედ დაინიშნა.

მასალების გადაბეჭდვის წესი