ახალი ამბები

რატომ წაშალა ფინანსთა სამინისტრომ მებაჟეების ვიდეოკლიპი – “უნდა განაბაჟო”

27 იანვარი, 2015 •
რატომ წაშალა ფინანსთა სამინისტრომ მებაჟეების ვიდეოკლიპი – “უნდა განაბაჟო”

“ეს კლიპი მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო წაიშალა, რომ ამ ბავშვებს [კლიპში გადაღებული მებაჟეები] კიდევ უფრო მეტი შეურაცხყოფა, ცინიზმი და დაცინვა არ მიეღოთ. მათ მიიღეს ისეთი რაოდენობის ცინიზმი და შეურაცყოფა, რომ მე მათ მაგივრად ძალიან ვნერვიულობ. სოციალური ქსელი გადაჭრელებულია ამ ადამიანების დაცინვით”, – ამბობს მოისწრაფიშვილი.



მისივე მტკიცებით, ზემოხსენებული კლიპი, რომელიც სოციალურ ქსელებში დიდი პოპულარობით სარგებლობს, საბაჟოს რამდენიმე თანამშრომელმა საკუთარი ინიციატივით გადაიღო 26 იანვართან დაკავშირებით, რა დროსაც მებაჟეთა საერთაშორისო დღე აღინიშნა:


“მათ არ აქვთ პრეტენზია, რომ პროფესიონალი მომღერლები, მოცეკვავეები და ვიდეომეიკერები არიან. ეს არის ტელეფონით შიდა მოხმარებისთვის გადაღებული, გასახალისებელი ვიდეო. მე ვფიქრობ, ის უფრო კარგია, რომ ადამიანს აქვს ამის ხალისი, ვიდრე ის, რომ ასეთი ადამიანი გაკიცხო და შეურაცხყოფა მიაყენო. ეს რამდენიმე გოგომ და ბიჭმა გააკეთა. მათ გუშინ პროფესიული დღე ჰქონდათ და დაბადების დღის აღსანიშნავად შიდა მოხამრებისთვის გააკეთეს, რომ იმხიარულონ”.


ნეტგაზეთის კითხვას, თუ მებაჟეებმა ტექსტი დაწერეს, სიმღერა ჩაწერეს, კლიპი გადაიღეს, შემდეგ დაამონტაჟეს და ეს მხოლოდ შიდა მოხამრებისთვის გააკეთეს, რატომ გავრცელდა ის ფინანსთა სამინისტროს ოფიციალური ფეისბუკ და youtube-ის გვერდებზე, და ხომ არ ეკსირება პასუხისმგებლობა უწყებასაც, იგი პასუხობს:

 

“ფეისბუკზე აიტვირთა და მოხვდა სოციალურ ქსელში, გასაგებია, არ ვიცი, რა პასუხისმგებლობაზე საუბრობთ… გაუშვეს ფეისბუკზე, რა არის ამაში დასაძრახი?! ჩემი აზრით, არაფერი დასაძრახი არ არის”, – ამბობს მოისწრაფიშვილი. 

მასალების გადაბეჭდვის წესი