ახალი ამბები

შსს: სომხეთიდან საქართველოში 2,5 მილიონი დოლარის ღირებულების ნარკოტიკი შემოჰქონდათ

27 იანვარი, 2015 •
შსს: სომხეთიდან საქართველოში 2,5 მილიონი დოლარის ღირებულების ნარკოტიკი შემოჰქონდათ

შსს–ს განცხადებით, ამოღებული ნარკოტიკის ღირებულება 2 500 000 დოლარს შეადგენდა და ის სომხეთის რესპუბლიკიდან საქართველოში 20 წლის საშო ტ–ს, 19 წლის გეორგ ა–ს და 34 წლის რუსი კ–ს უკანონოდ შემოჰქონდათ.

 

“სასაზღვრო კონტროლის გავლისას, დაკავებულებს სხეულზე წებოვანი ლენტით მიმაგრებული, 10 შეკვრად დაფასოებული, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება კოკაინი აღმოაჩნდათ. სამართალდამცველებმა მათი პირადი ჩხრეკისას 8,5 კგ ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს, რომელიც ექსპერტიზის დასკვნით 6,295 კგ კოკაინს შეიცავს,”– ნათქვამია შსს–ს განცხადებაში. 

 

გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 262-ე მუხლის მე-2 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს.

ამოღებული ნარკოტიკული საშუალება. ფოტო – შსს–ს ვიდეომასალიდან
ამოღებული ნარკოტიკული საშუალება. ფოტო – შსს–ს ვიდეომასალიდან

 

მასალების გადაბეჭდვის წესი