ახალი ამბებიგართობაკინო

შემდეგ ფილმში ახალი თორი ნატალი პორტმანის ჯეინ ფოსტერი გახდება

22 ივლისი, 2019 • 3758
შემდეგ ფილმში ახალი თორი ნატალი პორტმანის ჯეინ ფოსტერი გახდება

“თორის” რეჟისორმა ტაიკა ვაიტიტიმ დაადასტურა ინფორმაცია, რომ ახალ სიქველში თორის ძალები ჯეინ ფოსტერს გადაეცემა, რომელსაც ნატალი პორტმანი განასახირებს.

ნატალი პორტმანის პერსონაჟი მარველის კინოსამყაროში 2013 წლის შემდეგ აღარ გამოჩენილა. ფრენჩაიზის პირველ ფილმში ნატალი პორტმანის ჯეინ ფოსტერი კრის ჰემსვორტის თორის პარტნიორი იყო, თუმცა მესამე ინსტალაციაში პორტმანის პერსონაჟი არ გამოჩენილა. როგორც მაყურებელმა თორისგან გაიგო, ის და ჯეინი ეკრანს მიღმა დაშორდნენ.

ამავე თემაზე:

რა თანმიმდევრობით უნდა ნახოთ “მარველის” ფილმები – ქრონოლოგია

მასალების გადაბეჭდვის წესი