„ეს არის ადამიანი, რომელიც ჩვენთან ერთად, „ქართულ ოცნებასთან“ ერთად იყო ბრძოლაში − ბრძოლაში ძალადობისა და უსამართლობის წინააღმდეგ. აქედან გამომდინარე, მე მაქვს იმედი, რომ ის ამ სამინისტროს სამართლიანობისთვის ბრძოლის სტრუქტურად აქცევს… ჩვენ ყველამ ერთად უნდა გავამართლოთ ხალხის იმედი, ის მოლოდინი, რისთვისაც აგვირჩიეს და დაგვნიშნეს ამ თანამდებობებზე“, − განაცხადა თეა წულუკიანმა.
ვახტანგ გომელაური შს მინისტრის პოსტზე პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა 26 იანვარს წარადგინა. მან ამ პოსტზე ალექსანდრე ჭიკაიძე შეცვალა. გომელაური ბიძინა ივანიშვილის პრემიერობის დროს მისი დაცვის უფროსის მოადგილე იყო. ხოლო მას შემდეგ, რაც პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი გახდა, იგი შს მინისტრის მოადგილედ დაინიშნა.