ახალი ამბები

ეგზიტპოლების მიხედვით, ზელენსკის პარტიას პარლამენტში უმრავლესობა ექნება

21 ივლისი, 2019 • 982
ეგზიტპოლების მიხედვით,  ზელენსკის პარტიას პარლამენტში უმრავლესობა ექნება

დღეს უკრაინაში საპარლამენტო არჩევნები გაიმართა, რომელშიც, ეგზიტპოლების მიხედვით უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის პარტია “ხალხის მსახური” ლიდერობს. 

ამ ინფორმაციას ბიბისი ავრცელებს. ეგზიტპოლის შედეგებით მართალია ზელენსკის პარტიას პარლამენტში უმრავლესობა ექნება, თუმცა ბიბისის მიხედვით, შესაძლოა, დასჭირდეს კოალიცია მთავრობის ფორმირებისთვის. 

ზელენსკი, რომელმაც აპრილში გაიმარჯვა საპრეზიდენტო არჩევნებში, ვერ შეძლო მისთვის სასურველი მინისტრების დანიშვნა, როგორც თავად აღნიშნავს,  რადიკალური რეფორმების განსახორციელებლად და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დანიშნა. 

ბიბისი ავრცელებს უკრაინაში ჩატარებული ეგზიტპოლების შედეგებს, რომლის მიხედვითაც “ხალხის მსახურმა” ხმების 40 % -ს მიიღო, ბევრად მეტი, ვიდრე დანარჩენმა ოთხმა პარტიამ, რომლებიც სავარაუდოდ გადალახავენ   5 %-იან საარჩევნო ბარიერს: 

[checklist]

  • ვაკარჩუკის პარტია “ხმა” – 6 %
  • პრო რუსული ოპოზიციური პლატფორმა -12 %.  მეორე ადგილზეა ეგზიტპოლის მიხედვით, თუმცა ზელენსკი გამორიცხავს მათთან კოალიციას;
  • პროშენკოს პარტია – 9%
  • ტიმოშენკოს პარტია – 8%

[/checklist]

უკრაინაში საპარლამენტო, უმაღლესი რადას არჩევნები შერეული სისტემით ტარდება. შესაბამისად ჯერ უცნობია მანდატების სრული განაწილება. არჩევნებამდე მიხეილ სააკაშვილმა თავის მხარდამჭერებს მოუწოდა პროპორციულ არჩევნებში მხარი ზელენსკის პარტიისთვის დაეჭირათ.

მასალების გადაბეჭდვის წესი