ახალი ამბები

ესპანეთში თვითმფრინავის აფეთქების შედეგად 10 ადამიანი დაიღუპა

27 იანვარი, 2015 •
ესპანეთში თვითმფრინავის აფეთქების შედეგად 10 ადამიანი დაიღუპა

აეროპორტის თანამშრომლების ცნობით, აფეთქების მიზეზი გახდა თვითმფრინავის პილოტის შეცდომა, რის შემდეგაც ორივე პილოტი გარდაიცვალა. აფეთქების დროს დაშავდა კიდევ 13 ადამიანი, რომელთაგან 6-ის მდგომარეობა მძიმეა.

 

ესპანეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, დაშავებულტაგან 9 იტალიელია, ხოლო დანარჩენების მოქალაქეობა ცნობილი არაა.

 

აერობაზაზე მეხანძრეები მუშაობენ, რათა ხანძარი ჩააქრონ და მიყენებული ზარალი შეაფასონ. ესპანეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, თვითმფრინავი მონაწილეობდა ნატოს საწვრთნელ პროგრამაში, რომელიც არ არის ნატოს შემადგენელი ნაწილი, არამედ ნატოს წევრი 10 სახელწიფოს მხარდაჭერით არის შექმნილი. პროგრამის მიზანია გაზარდოს მოკავშირეთა ჯარების ეფექტურობა.

ესპანეთში ავიაბაზაზე თვითმფრინავი აფეთქდა (c) EPA, 26.01.2015
ესპანეთში ავიაბაზაზე თვითმფრინავი აფეთქდა (c) EPA, 26.01.2015

მასალების გადაბეჭდვის წესი