ახალი ამბები

გასაკეთებელი ისევ ბევრია – ქიბარ ხალვაში

21 ივლისი, 2019 • 2032
გასაკეთებელი ისევ ბევრია – ქიბარ ხალვაში

“გასაკეთებელი ისევ ბევრია ” – ესაა ქიბარ ხალვაშის კომენტარი “რუსთავი 2”-ზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, რომლის შემდეგაც ხალვაში ტელეკომპანიის 100%-ის მფლობელი გახდა. 

ამ დრომდე ის მედიასთან არ გამოჩენილა და არ უპასუხია ჟურნალისტების კითხვებისთვის. 21 ივლისს კი ფეისბუკზე მან გამოაქვეყნა თავისი ძველი კომენტარი, “ნაციონალური მოძრაობის” ძველი მთავარი სლოგანის მოტივზე და პაატა სალიასთან ერთად გადაღებული ფოტო.

საზოგადოებას რუსთავი 2-ის ამჟამინდელ მფლობელთან ბევრი კითხვა აქვს – მათ შორის იმაზე, თუ რა პასუხი აქვს მას  რუსთავი 2-ის ჟურნალისტების ინიციატივაზე საბჭოს შექმნასთან დაკავშირებით, რომელიც ჟურნალისტების აზრით მათი სარედაქციო დამოუკიდებლობის გარანტი უნდა გახდეს, ასევე კითხვები მის ადრინდელ დაპირებებთან დაკავშირებით, რომ სასამართლოს მოგების შემთხვევაში “რუსთავი 2”-ის დირექტორად ის ტელეკომპანიის ერთ-ერთ დამფუძნებელს დავით დვალს დანიშნავდა, ხოლო 50% -ს დვალს და ჯარჯი აქიმიძეს გადაუფორმებდა.

ამ და სხვა კითხვებზე პასუხს ქიბარ ხალვაში ამ დრომდე არც “ნეტგაზეთს” და არც სხვა მედიასაშუალებებს პასუხობს.


გასწორება: ტექსტში თავდაპირველად მითიტებული იყო, რომ ეს იყო ქიბარ ხალვაშის “ერთადერთი კომენტარი” სტრასბურგის გადაწყვეტილების შემდეგ, არც არ შეესაბამება სიმართლეს, რადგან მან 18 ივლისს განცხადება გაავრცელა. თუმცა ამ დრომდე ჟურნალისტებტან არ საუბრობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი