ახალი ამბები

ანონსი: 27 იანვარი

27 იანვარი, 2015 •
ანონსი: 27 იანვარი

11:00 საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სხდომა გაიმართება.
თბილისი, პირველი რესპუბლიკის სახელობის დარბაზი

11:00 “რეპორტიორის” პრესკლუბში მოძრაობა “ახალი რეალობისთვის” თავმჯდომარე მერაბ შათირიშვილი სპეციალურ ბრიფინგს გამართავს.

 

11:00 საინიციატივო ჯგუფი ბაღდათის გამგეობასთან გამართავს აქციას, სადაც გამგებლის გადადგომის მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება დაიწყება.

11:30 “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ცენტრალურ ოფისში გიგი წერეთელი და სერგო რატიანი პრესკონფერენციას გამართავენ.

 

11:30 “რეპორტიორის” პრესკლუბში იურისტი ვალერი გელბახიანი ბრიფინგს გამართავს.
თემა: ტერაქტების მორიგი სერია, შს ახალი მინისტრი, ვაზაგაშვილის საქმე

 

11:30 “პირველ პრესკლუბში”, პროფესიული განათლების პროფკავშირების თავმჯდომარე დენის დავითაშვილი, პროფესიული განათლების სფეროში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზე, პროფკავშირების პოზიციას დააფიქსირებს.
მის: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა” მე- 2 სართ.

12:00 “პირველ პრესკლუბში”, “ახალი მემარჯვენეების” პოლიტიკური მდივანი მანანა ნაჭყებია პრესკონფერენციას გამართავს.
თემა: მიმდინარე პოლიტიკური პროცესები.
მის: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა” მე- 2 სართ.

12.00 სასტუმრო ,,ქორთიარდ მარიოტში” თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი და “ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომისიის” თავმჯდომარე, გულიკო ზუმბაძე ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ორგანიზებულ ღონისძიებას დაესწრებიან.

12:00 სასტუმრო “ქორთიარდ მერიოტში” საია და პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის, ქალთა შრომითი დისკრიმინაციის საკითხებთან დაკავშირებით კვლევების პრეზენტაციას გამართავენ.

12:00 საშვილოსნოს ყელის კიბოს პრევენციის საერთაშორისო ყოველწლიური კვირეულის ფარგლებში, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრი, თბილისის მერიის ჯანდაცვის საქალაქო სამსახური, ეროვნული სკრინინგ-ცენტრი და გაერო-ს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისი კიბოს ორგანიზებული სკრინინგის პროგრამის თემაზე ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ.
მის: ასათიანის ქ. #9, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის საკონფერენციო დარბაზი

 

12:00 “პრაიმტაიმის” პრესკლუბში “ქართული ოცნების” ერთ-ერთ ლიდერი ზაქარია ქუცნაშვილი მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირებით პრესკონფერენციას გამართავს.

 

12:00 “რეპორტიორის” პრესკლუბში საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ალექსანდრე ქანთარია ბრიფინგს გამართავს.
თემა: შს ახალი მინისტრი, რეფორმები უწყებაში, საკადრო ცვლილებები, ტერაქტების მორიგი სერია.

 

12.00 თბილისის მერი დავით ნარმანია მიწისქვეშა გადასასვლელების დასუფთავების სამუშაოებს გაეცნობა.
მის: მელიქიშვილის გამზ. #1, თბილისის საკონცერტო დარბაზის (ფილარმონია) წინ

 

12:30 “რეპორტიორის” პრესკლუბში ემზარ კვიციანის ადვოკატი ლექსო კობაიძე ემზარ კვიცანის პატიმრობიდან გათავისუფლების შესახებ ბრიფინგს გამართავს.

 

12:30 “პრაიმტაიმის” პრესკლუბში, ახალგაზრდა უფლებადამცველთა ასოციაციის წარმომადგენელი ნიკა მემანიშვილი 31 იანვარს დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით განცხადებას გააკეთებს.

12:30 “პირველ პრესკლუბში”, დეპუტატი გია გაჩეჩილაძე პრესკონფერენციას გამართავს.
თემა: მიმდინარე პოლიტიკური პროცესები.
მის: წერეთლის გამზ. #116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, II სართ.

13:00 “პირველი რადიოს” რადიოკლუბის სტუმარი იქნება “ქრონიკა+”-ის მთავარი რედაქტორი ელისო კილაძე.
თემა: შეხვედრა ღარიბაშვილის კაბინეტში, თამაზაშვილის სკანდალური აუდიო ჩანაწერი.

 

13:00 ქართული საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენელთა ჯგუფი საქართველოში პოლონეთის საელჩოსთან გამართავს მშვიდობიან შეკრებას, ოსვენციმ-ბირკენაუს სიკვდილის ბანაკის გათავისუფლების 70-ე წლისთავთან დაკავშირებით.
მის: ძმები ზუბალაშვილების ქ. #19
ტელ. 577 99 99 12

 

13:00 “პარტიზანი მებაღეები” თბილისის მერიაში ვაკის პარკში მშენებლობის წინააღმდეგ პეტიციას შეიტანენ, შემდეგ ამ მოთხოვნით საკრებულოსთან გადაინაცვლებენ.

 

15:00 “რეპორტიორის” პრესკლუბში, სოსო რობაქიძის საგანგებო ბრიფინგი გაიმართება.

 

16:00 “არტპალასის” პრესკლუბში (III სართული) პაატა ბურჭულაძის 60 წლის იუბილესთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გაიმართება.
თემა: 12 თებერვალს, სპორტის სასახლეში, სახელოვნებო ინდუსტრია “არტპალასის” მიერ დაგეგმილი პაატა ბურჭულაძის 60 წლის იუბილისადმი მიძღვნილ გრანდიოზულ კონცერტი.
მის: გ. სააკაძის II, გასასვლელი #4 (ვახუშტის ხიდთან)

 

16:00 თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომა გაიმართება.
მის: თავისუფლების მოედანი #2

 

17:00 პანტონიმის სახელმწიფო თეატრში სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით და უსინათლო მსახიობთა მონაწილეობით ნოდარ დუმბაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართება.
მის: რუსთაველის გამზირი #37

18:00 თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა გაიმართება.
მის: თავისუფლების მოედანი #2

27 იანვარი
27 იანვარი

მასალების გადაბეჭდვის წესი