ახალი ამბები

საბერძნეთის პრემიერ-მინისტრი მემარცხენე პარტიის ლიდერი, ალექსის ციპრასი გახდა [ფოტო]

27 იანვარი, 2015 •
საბერძნეთის პრემიერ-მინისტრი მემარცხენე პარტიის ლიდერი, ალექსის ციპრასი გახდა [ფოტო]

40 წლის ციპრასი საბერძნეთის ისტორიაში გახდა პირველი პრემიერ-მინისტრი, რომელსაც ფიცი ტრადიციულად, ბიბლიასა და ბაზილიკაზე არ დაუდია. მან ფიცი პრეზიდენტის წინაშე, კონსტიტუციაზე დადო და პრეზიდენტ კარლო პაპულიასს განუცხადა, რომ “მათ წინ რთული გზა აქვთ”. მისი, როგორც პრემიერ-მინისტრის პირველი, სიმბოლური მოქმედება იყო იმ ბერძენი წინააღმდეგობის მებრძოლების საფლავის წითელი ვარდებით შემკობა, რომლებიც ნაცისტებმა სიკვდილით დასაჯეს.

 

ალექსის ციპრასის განცხადებით, “დამცირებისა და ტკივილის 5 წელი” დასრულდა. “საბერძნეთი უკან ჩამოიტოვებს სიღარიბეს, შიშსა და ავტორიტარიზმს, უკან ჩამოიტოვებს დამცირებისა და ტანჯვას,”– ასე მიმართა ციპრასმა ათენში შეკრებილ ათასობით მხარდამჭერს.

 

“სირიზამ” პარლამენტში 300–დან 149 მანდატი მოიპოვა. ციპრასმა მალევე შექმნა კოალიცია პატარა, დამოუკიდებელ ბერძნულ პარტიასთან, რომელიც ასევე ეწინააღმდეგებოდა ევროკავშირისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის დახმარების პროგრამას. სირიზას ლიდერმა პირობა დადო, რომ საბერძნეთში სიღარიბე დამარცხდებოდა და ევროკავშირის ფინანსური დახმარების პირობები  გადაიხედებოდა.

 

2010 წლის შემდეგ საბერძნეთმა 240 მილიარდი ევროს ოდენობით დახმარება მიიღო. სამაგიეროდ, საერთაშორისო სავალუტო ფონდმა, ევროკომისიამ და ევროპის ცენტრალურმა ბანკმა მოითხოვეს გადასახადების გაზრდა, სახელმწიფო პენსიის გაყინვა, პენსიაში ადრე გასვლის აკრძალვა და ასევე, მნიშვნელოვანი წილი სახელმწიფო ბიუჯეტიდან.

 

საბერძნეთში მემარცხენე პარტიის ლიდერი და პრემიერ-მინისტრი ალექსის ციპრასი © EPA  26.01.2015
საბერძნეთში მემარცხენე პარტიის ლიდერი და პრემიერ-მინისტრი ალექსის ციპრასი © EPA 26.01.2015

საბერძნეთში მემარცხენე პარტიის ლიდერი, ალექსის ციპრასი საბერძნეთის პრეზიდენტის წინაშე პრემიერ-მინისტრის ფიცს დებს © EPA  26.01.2015
საბერძნეთში მემარცხენე პარტიის ლიდერი, ალექსის ციპრასი საბერძნეთის პრეზიდენტის წინაშე პრემიერ-მინისტრის ფიცს დებს © EPA 26.01.2015

საბერძნეთში მემარცხენე პარტიის ლიდერი, ალექსის ციპრასი საპარლამენტო არჩევნების პირველადი შედეგების გამოცხადების შემდეგ ამომრჩევლებს მიმართავს © EPA  26.01.2015
საბერძნეთში მემარცხენე პარტიის ლიდერი, ალექსის ციპრასი საპარლამენტო არჩევნების პირველადი შედეგების გამოცხადების შემდეგ ამომრჩევლებს მიმართავს © EPA 26.01.2015

მასალების გადაბეჭდვის წესი