პოლიციის ინფორმაციითვე, დაკავებულმა ურთიერთშელაპარაკების დროს მამაკაცი დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
“დაჭრილი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა”,- წერია სამინისტროს განცხადებაში.
ოფიციალური ინფორმაციით, გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე მიმდინარეობს [საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით].