“ლიტვა არის ჩვენი ქვეყნის ნამდვილი სამაგალითო მეგობარი და მხარდამჭერი ქვეყანა. განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო ის ურყევი მხარდაჭერა, რომელსაც ვგრძნობთ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის და ევროპული, ასევე ევროატლანტიკურ ინტეგრაციასთან მიმართებაში. ამისთვის მინდა ბატონ პრმეიერს მადლობა გადავუხადო. [დღევანდელ შეხვედრაზე] ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი საკითხები განვიხილეთ, მათ შორის ეკონომიკურ სფეროში. ხვალ ხელს მოვაწერთ თანამშრომლობის დოკუმენტს ორ ქვეყანას შორის ეკონომიკურ სფეროში. ჩვენს ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვა იზრდება და ამ ფაქტს მინდა მივესალმო, თითქმის გაორმაგდა ლიტველი ტურისტების რიცხვი საქართველოში. ამას ხელი შეუწყო პირდაპირმა რეისებმა ქუთაისსა და ვილნიუსს შორის, რომელიც გასული წლის მარტიდან დაიწყო. მინდა მივულოცო ლიტვას მიმდინარე წლის 1 იანვრიდან ევროზონაში გაერთიანება, ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია. ჩვენ მნიშვნელოვანი რეგიონალური სატრანზიტო პროექტებიც განვიხილეთ”, – განაცხადა პრემიერმა და დასძინა, რომ შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციის პროცესიც განიხილეს.
“პრემიერს მკვეთრად გამოხატული მხარდაჭერა აქვს ჩვენი ქვეყნის არჩევანისადმი. სერიოზულად ვემზადებით მაისში დაგეგმილი რიგის სამიტისათვის”, – აღნიშნა ღარიბაშვილმა.