ახალი ამბები

ანონსი: 26 იანვარი

25 იანვარი, 2015 •
ანონსი: 26 იანვარი

10:00 საგარეო საქმეთა სამინისტროში ორშაბათის ტრადიციული პრესკონფერენცია გაიმართება.

11:00 საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი, თავმჯდომარის მოადგილეები და საკრებულოს წევრები, თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად, საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრ “112”-ს ესტუმრებიან და საგზაო მოძრაობის დარეგულირების კუთხით წარმოებულ სამუშაოებს ადგილზე დაათვალიერებენ.

11:00 “პირველ პრესკლუბში” “ქართული დასის” ლიდერი ჯონდი ბაღათურია პრესკონფერენციას გამართავს.
თემა: უკრაინაში ქართველი მაღალჩინოსნების დანიშვნა, ჭიკაიძის გადადგომა, მიმდინარე პოლიტიკური პროცესები
მის: წერეთლის #116, ბიზნესცენტრი “დიდუბე პლაზა”, II სართული
საკონტაქტო პირი: ლიკა რამიშვილი – 595 03 77 22

 

11:00 “რეპორტიორის” პრესკლუბში ყოფილი გენერალური პროკურორი გია მეფარიშვილი, სულხან მოლაშვილი, ადვოკატი ლექსო კობაიძე, უფლებადამცველი ლაშა ჩხარტიშვილი და “საზოგადოებრივი მარშალის” ხელმძღვანელი ოთო სტეფანიშვილი ბრიფინგს გამართავენ.
თემა: ემზარ კვიციანი პოლიტიკური ნიშნით დაკავებულია – საზოგადოებრივი კომისიის მიერ მიღებული დასკვნა და ვიდეო-ჩვენება.

11:30 “პრაიმტაიმის” პრესკლუბში ორგანიზაცია “ახალგაზრდა ადვოკატების” ხელმძღვანელი არჩილ კაიკაციშვილი სპეციალურ ბრიფინგს გამართავს.
თემა: საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის არჩევა.

 

11:30 “პირველ პრესკლუბში” პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი პრესკონფერენციას გამართავს.
თემა: მიმდინარე პოლიტიკური პროცესები.
მის: წერეთლის #116, ბიზნესცენტრი “დიდუბე პლაზა”, II სართული

11:30 “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ცენტრალურ ოფისში დავით დარჩიაშვილი, გივი თარგამაძე და ნუგზარ წიკლაური პრესკონფერენციას გამართავენ.

11:30 “რეპორტიორის” პრესკლუბში “ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია – აფბა” ბრიფინგს გამართავს.
თემა: “ექსპორტის კლების რეალური მიზეზები””.
მის: იოსებიძის ქ. #57

11:45 “პირველ პრესკლუბში” საქართველოს ბიზნესის აკადემიის რექტორი კახაბერ ერაძე, საქართველოს ბიზნესის აკადემიის დირექტორი ია ერაძე და საქართველოს ბიზნესის აკადემიის ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე პრესკონფერენციას გამართავენ.
თემა: პასუხი დენის დავითაშვილის მიერ საქართველოს ბიზნესის აკადემიის მიმართ პრესაში გაკეთებულ ცილისმწამებლურ განცხადებაზე.
მის: წერეთლის #116, ბიზნესცენტრი “დიდუბე პლაზა”, II სართული

12:00 “პრაიმტაიმის” პრესკლუბში “ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერი ვახტანგ ხმალაძე მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირებით პრესკონფერენციას გამართავს.

12:00 “პირველ პრესკლუბში” “გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ახვლედიანი პრესკონფერენციას გამართავს. თემა: ჭიკაიძის გადადგომა, მიმდინარე პოლიტიკური პროცესები.
მის: წერეთლის #116, ბიზნესცენტრი “დიდუბე პლაზა”, II სართული

 

12:00 „წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი“ – GCRT და პრობაციის ეროვნული სააგენტო პროექტის თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულების ფუნქციონირების ხელშეწყობა შემაჯამებელ შეხვედრას გამართავს. შეხვედრა  გაიმართება სასტუმრო Holiday Inn-ში, 26 იანვარს, 12:00 -14:00 სთ. 

 

12:30 “პირველ პრესკლუბში” “თავისუფალი საქართველოს” გენერალური მდივანი ალექსანდრე შალამბერიძე პრესკონფერენციას გამართავს. თემა: მიმდინარე პოლიტიკური პროცესები.
მის: წერეთლის #116, ბიზნესცენტრი “დიდუბე პლაზა”, II სართული

12:30 “რეპორტიორის” პრესკლუბში “ერთიანი დემოკრატიული მოძრაობის” წევრი დიმიტრი ლორთქიფანიძე ვაზაგაშვილის საქმესა და შს მინისტრის მიერ თანამდებობის დატოვების თაობაზე ბრიფინგს გამართავს.

 

13:00 “ლეიბორისტულული პარტიის” ლიდერი შალვა ნათელაშვილი პარტიის ოფისში პრესკონფერენციას გამართავს.
მის: ჯავახიშვილის ქ. #88

13:00 “რეპორტიორის” პრესკლუბში საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ელისო ჩაფიძე ვაზაგაშვილის საქმესა და შს მინისტრის მიერ თანამდებობის დატოვების თაობაზე ბრიფინგს გამართავს.

 

13:00 ემზარ კვიციანის ადვოკატები თბილისის საქალაქო სასამართლოში ირაკლი ფირცხალავას, კახა თარგამაძისა და პეტრე მამრაძის წინააღმდეგ მორალური ზიანის დაკისრების მიზნით სარჩელს შეიტანენ.
საკონტაქტო ტელ: 598 54 94 84

13:00 სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში 10-18 აპრილს თბილისში გასამართი ძალოსნობის ევროპის ჩემპიონატის საორგანიზაციო კომიტეტის ხელმძღვანელობის პრესკონფერენცია გაიმართება.

13:00 “პრაიმტაიმის” პრესკლუბში “თავისუფალი დემოკრატების” წარმომადგენელი გია ცაგარეიშვილი მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირებით პრესკონფერენციას გამართავს.

16:00 საქართველოს ეროვნული მუზეუმის სიმონ ჯანაშის სახელობის საქართველოს მუზეუმში გამოფენა სინთეზური ხელოვნება – მხატვრის წიგნი ,,ვეფხისტყაოსანი” გაიმართება.
მის: რუსთაველის გამზ. #3

 

16:00 თბილისის საქალაქო სასამართლოში ბექა წიქარიშვილის საქმის განხილვა გაიმართება.

მასალების გადაბეჭდვის წესი