ახალი ამბები

შრომის სამინისტროსთან 16 წლის ბავშვის მშენებლობაზე დაღუპვას აპროტესტებენ

19 ივლისი, 2019 • 920
შრომის სამინისტროსთან 16 წლის ბავშვის მშენებლობაზე დაღუპვას აპროტესტებენ

აქტივისტების ჯგუფი ჯანდაცვისა და შრომის სამინისტროსთან აპროტესტებს სამუშაო ადგილებზე დასაქმებულების დაღუპვას — სისტემურ პრობლემას. აქცია ეხმაურება რამდენიმე დღის წინ 16 წლის ბავშვის მშენებლობაზე დაღუპვას.

„16 წლის ახალგაზრდა შეეწირა ქვეყანაში შრომის უსაფრთხოების არარსებობას. 1200-ზე მეტი ადამიანია მკვდარი ან დასახიჩრებული სამუშაო ადგილებზე. ქვეყანაში ან არ არის სამუშაო ადგილები, ან არის და საშინელი პირობებია”, — წერენ აქციის ორგანიზატორები.

აქციის მონაწილეები სამინისტროში შევიდნენ შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსთან, ბექა ფერაძესთან შესახვედრად.

მშენებლობაზე გარდაცვლილი მუშა 16 წლის იყო

მასალების გადაბეჭდვის წესი