ახალი ამბები

საქართველოს მოქალაქეები ყველაზე დადებითად უკრაინასთან ურთიერთობას აფასებენ – IRI

19 ივლისი, 2019 • 897
საქართველოს მოქალაქეები ყველაზე დადებითად უკრაინასთან ურთიერთობას აფასებენ – IRI

IRI-ის კვლევის თანახმად, გამოკითხულთა უმრავლესობა – 90% – ყველაზე კარგად უკრაინასთან არსებულ ურთიერთობას აფასებს.

გამოკითხულთა 87%-87% აფასებს კარგად ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ევროკავშირთან არსებულ ურთიერთობებს, 72% – თურქეთთან, 66% – სომხეთთან, 58% – ჩინეთთან, 56% – აზერბაიჯანთან, 45% კი – ირანთან.

ყველაზე ცუდად კი, გამოკითხულთა 86%-ის მიერ, შეფასებულია რუსეთან არსებული ურთიერთობები.

კვლევა IRI-ის დაკვეთით Baltic Surveys/The Gallup Organization-ის მიერ ჩაატარდა. საველე სამუშაოების დრო 2019 წლის 20 მაისიდან – 11 ივნისამდეა. სულ ქვეყნის მასშტაბით 1500 ადამიანი პირისპირ ინტერვიუების გზით გამოიკითხა. IRI-ის განცხადებით კვლევა რეპრეზენტატულია.

მასალების გადაბეჭდვის წესი