ახალი ამბები

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო უკრაინელებს სოლიდარობას უცხადებს

25 იანვარი, 2015 • • 1228
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო უკრაინელებს სოლიდარობას უცხადებს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, განსაკუთრებით საგანგაშოა ბოლო პერიოდში უკრაინის ქალაქებში: დონეცკში, ვოლნოვახასა და მარიუპოლში განხორციელებული თავდასხმების შედეგად მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლის განუხრელი ზრდა, რაც აღმოსავლეთ უკრაინაში ისედაც არსებულ, უკიდურესად მძიმე მდგომარეობას კიდევ უფრო ამწვავებს.

 

საგარეო საქმეთა სამინისტროს მიაჩნია, რომ სამოქალაქო დასახლებების წინააღმდეგ გამანადგურებელი შეიარაღების მიზანმიმართული გამოყენება საერთაშორისო საზოგადოების დაუყოვნებლივ რეაგირებას საჭიროებს და თითოეული შემთხვევა სასწრაფოდ უნდა გამოიძიონ.

 

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო სოლიდარობას უცხადებს უკრაინელ ხალხს, უთანაგრძნობს დაღუპულთა ოჯახებს და იზიარებს მათ მწუხარებას.  

 

გუშინ, 24 იანვარს, უკრაინის ქალაქი მარიუპოლი პრორუსმა სეპარატისტებმა დაბობმბეს.  BBC-ის ცნობით, მარიუპოლის დაბომბვისას 10 ადამიანი დაიღუპა.

 

გასულ კვირას აღმოსავლეთ უკრაინაში საბრძოლო მოქმედებები გააქტიურდა. უკრაინის სამხედრო ძალებმა 21 იანვარს განაცხადეს, რომ კონტროლი დაკარგეს დონეცკის აეროპორტზე. 

 

ამევე დღეს ბოევიკებმა დაცხრილეს ავტობუსი დონეცკში.

საგარეო საქმეთა სამინისტრო
საგარეო საქმეთა სამინისტრო

მასალების გადაბეჭდვის წესი