16 წლის მუშის დაღუპვის საქმეზე სამშენებლო კომპანიის დირექტორი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევის ბრალდებით, რასაც არასრულწლოვანი მუშის დაღუპვა მოჰყვა, სამშენებლო კომპანია “ჯევიკე ჰოსპიტალიტის” დირექტორი, 1969 წელს დაბადებული შ.ბ. დააკავეს.

გამოძიების ინფორმაციით, სამშენებლო კომპანია “ჯევიკე ჰოსპიტალიტი” თბილისში, დოლაბაურის ქუჩა N29-ში უსაფრთხოების წესის დარღვევით აწარმოებდა სამშენებლო სამუშაოებს. შსს-ს განცხადებით, აღნიშნულ სამშენებლო ობიექტზე მიმდინარე წლის 16 ივლისს, ლიფტის დემონტაჟის დროს 2003 წელს დაბადებული გ.ბ. გარდაიცვალა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.

  • 16 ივლისს თბილისში, მშენებლობაზე 16 წლის მუშა გარდაიცვალა.
  • შრომის ინსპექციის დეპარტამენტის ინსპექტორის განცხადებით, სამშენებლო სამუშაოები უსაფრთხოების ნორმების დარღვევით მიმდინარეობდა
  • დღეს, 19 ივლისს ჯანდაცვის სამინისტროსთან ჯანდაცვის ახალი მინისტრისგან შრომის უსაფრთხოებაზე თავისი ხედვის წარმოდგენის მოთხოვნით აქცია გაიმართება.

მშენებლობაზე გარდაცვლილი მუშა 16 წლის იყო

ახალი მინისტრისგან შრომის უსაფრთხოებაზე ხედვის გასაჯაროების მოთხოვნით აქცია გაიმართება

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
გიორგი დიასამიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2014 წლიდან. აშუქებს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ თემებს, სპორტს და სხვა მიმდინარე მოვლენებს. ასევე, მუშაობს განათლების, ადამიანის უფლებებისა და სოციალურ საკითხებზე.